ფეისბუკის, ინსტაგრამისა და ვოთსაპის 2-3 საათიანი “დუმილი”

14 აპრილს, გლობალური ხარვეზები დაფიქსირდა ყველაზე მსხვილ სოციალურ ქსელზე, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაითიშა “ფეისბუქი”, პრობლემები იყო “ინსტაგრამისა” და “ვოთსაპსის” მუშაობაშიც, არ მუშაობდა “მესენჯერი”-ც. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, პრობლემა შეექმნა “ფეისბუკი”-ს დომენს რამაც შეზღუდა ზემოაღნიშნული სერვისების ფუნქციონირება. უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური შემთხვევა მოხდა ერთი თვის წინაც, 13 მარტს, მაშინაც სერიოზული დისკომფორტი შეექმნათ სოციალური ქსელებისა და ელექტრონული მიმოწერის ხსენებული სერვისების მომხმარებლებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრობლემები ძირითადად აშშ-ს დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროზე და დასავლეთ ევროპაში დაფიქსირდა, მეტნაკლებად აღმოსავლეთი ევროპაში აზიასა და ლათინური ამერიკაში. სერვისების გამოყენებისას შექმნილი პრობლემების გამო დისკომფორტი შეექმნათ საქართველოშიც.

ამჟამად ყველა სერვისი ნორმალურად ფუნქციონირებს და მომხმარებლები უკვე სრულფასოვნად სარგებლობენ “ფეისბუკითა” და სხვა სერვისებით.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *