მოვუწოდებ საპატრიარქოს, უარი თქვით ეშმაკის ვერცხლზე, არ გაუხსნათ მეორე სუნთქვა კრიმინალს, გადამგდებს და ქვეყნის დამაქცეველს – შალვა ნათელაშვილი

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა მზადყოფნა და აიღო ვალდებულება, რომ მოხატავს სამების საკათედრო ტაძარს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ოპონენტების მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს მოუწოდებს უარი თქვას ივანიშვილის დახმარებაზე.

როდესაც ოლიგარქს დაუდგა რეალური საფრთხე, რომ დაკარგავს პოლიტიკურ ძალაუფლებასა და მილიარდებს, კვლავ მიაკითხა ეკლესიას და აიღო ვალდებულება, რომ მოხატავს სამების საკათედრო ტაძარს. ჩვენ კარგად ვნახეთ ივანიშვილის მოხატული, აფეთქებული, გადათხრილი საყდრისი და სრულიად საქართველო. მე მოვუწოდებ საპატრიარქოს, უარი თქვით ეშმაკის ვერცხლზე, არ გაუხსნათ მეორე სუნთქვა კრიმინალს, გადამგდებს და ქვეყნის დამაქცეველს” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *