შაბათი, აპრილი 20, 2024

კახა კალაძე და მამუკა ბახტაძე დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო.

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოსა და ფოიეში რამდენიმე გამოფენა იყო მოწყობილი. კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრთან და მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი გამოფენა – „საქართველოსა და ქართული ენის დამცველი“ დაათვალიერა.

გამოფენაზე წარმოდგენილია იაკობ გოგებაშვილის წერილები და მიმოწერა. ბავშვთა ანსამბლმა „მძლევარი“ კი სტუმრებისთვის „ჩემო კარგო ქვეყანა“ და „მრავალჟამიერი“ შეასრულა.

ამასთან, უნივერსიტეტის ბაღში ნიაზ დიასამიძის და ჯგუფ “33ა”-ს კონცერტი იმართება. დღის ბოლოს კი თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაქალაქის საკრებულოს შენობაზე მოეწყობა 3D ინსტალაცია – „ქართული ხელნაწერები“, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცულ უნიკალური კოლექციას წარმოადგენს.

ღონისძიებების ორგანიზატორები არიან დედაქალაქის მერია, თბილისის საკრებულო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული