შაბათი, აპრილი 20, 2024

თამარ ჟვანიამ ცესკოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ადგილობრივი არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლებს გასულ წელს განხორციელებული საქმიანობების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მიაწოდა.

ინსტიტუციური გაძლიერება, სამოქალაქო და ამომრჩევლის განათლება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო ოპერაციების დახვეწა – ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რომლებზეც, თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია 2018 წლის განმავლობაში აკეთებდა ძირითად აქცენტს.

ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებთან არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა, მათ შორის 19 მაისს დაგეგმილ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე აქტივობებებზე.

თამარ ჟვანიამ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი გამოცემაც წარუდგინა. წიგნი ცესკოს ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით მომზადდა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული