პარასკევი, აპრილი 19, 2024

სხვადასხვა ფორმის დიდი კოალიცია, ეს არის ივანიშვილის დამმარცხებელი არჩევნებში – დავით ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას აქცენტს აკეთებს ოპოზიციის გაერთიანებასა და ივანიშვილის დამარცხების ე.წ. ფორმულაზე, რომელიც მხოლოდ ფართო სათანამშრომლო ფორმატის, სხვადასხვა ფორმის, დიდი კოალიციით მიიღწევა.

“ის რომ გრიგოლ ვაშაძე ყველაზე წარმატებული საპრეზიდენტო კანდიდატია და ამჟამად არის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. ის, რომ განახლება მიმდინარეობს “ნაციონალურ მოძრაობაში” და პოლიტსაბჭო შეივსო ახალი ხალხით, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ განახლების პროცესი აადვილებს, შესაძლებლობას ქმნის, რომ დაიძლიოს “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური კეთრად აღმის პროცესი. შანსი ეს არის – მარტო “ნაციონალური მოძრაობა” ეს არის მარცხის ფორმულა ხელისუფლებასთან ჭიდილში, თორემ სოლიდურად მიიღებენ ხმებს და ისევ იქნებიან ოპოზიციაში, მარტო ანტიმიშისტები ეს არის ასევე მარცხის ფორმულა, ამიტომ გვინდა არ გვინდა ერთმანეთი უნდა ავიტანოთ და ჩვენი საზოგადოების დაკვეთა ეს არის, დიდი ფართო, სათანამშრომლო ფორმატი სხვადასხვა ფორმის, დიდი კოალიცია, კიდევ პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებიც ამ კოალიციასთან თანამშრომლობენ, ეს არის ივანიშვილის დამმარცხებელი არჩევნებში“ – აცხადებს დავით ბერძენიშვილი “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული