ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

თეონა ჭალიძე – ავლაბრის რეზიდენციასთან მიმართებაში ეკონომია კი არა, ხარჯი გააორმაგეს

ავლაბრის რეზიდენციის ფუნქციისა და მისი შენახვის ხარჯთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, თეონა ჭალიძე. მისი აზრით, დაპირებული ეკონომიის ნაცვლად, ხელისუფლებამ ხარჯი გააორმაგა.

ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ძვირი ჯდება და პრეზიდენტის სიმბოლურ უფლებებს არ სჭირდება ამხელა სასახლეო, აცხადებდნენ “ქართული ოცნების” ლიდერები, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. ამ არგუმენტით უნდა გადასულიყო პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციიდან და დიდი მითქმა-მოთქმა იყო ბოლო წლების განმავლობაში, საკითხთან მიმართებაში. დღეს კი ვიგებთ, რომ ბიუჯეტმა თურმე ორივე სასახლე უნდა შეინახოს – ათონელის ქუჩაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის აპარატი განთავსდა და ავლაბრის რეზიდენციაც, სადაც თურმე ცერემონიები გაიმართება. როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ. ეკონომია კი არა, ხარჯი გააორმაგეს – ფაქტია! მაშინ როცა ადამიანებს წამლის და საჭმლის ფული არ აქვთ, ამ ნაბიჯს გამართლება არა აქვს” – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული