შაბათი, აპრილი 20, 2024

30 წლის წინ დაღუპული გმირების თავგანწირვამ ერის გაერთიანება და ქვეყანის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიტანა

1989 წლის 9 აპრილს დაღვრილმა სისხლმა, რამაც ერთ მუშტად შეკრა ერი, 2 წლის შემდეგ, ნანატრი თავისუფლება მოუტანა ერსა და ქვეყანას, თუმცა სისხლით მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა-შენარჩუნება, ისევ სისხლით და ბევრი ტკივილით მოხერხდა, არც დასანანი შეცდომების ნაკლებობა იყო ამ ხნის მანძილზე და უპასუხისმგებლობაც ბევრჯერ გამოიჩინა საზოგადოებამ.

დიახ, შეცდომებით აღსავსე წლები განვლო საქართველომ და განსაკუთრებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ტოტალიტარული წყობის დროს ჩვენი საზოგადოება, თუ კრემლიდან წამოსული უსამართლობის, აგრესიისა და სისასტიკის მსხვერპლი იყო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკვე ქვეყნის შიგნით მოხდა არაერთი შეცდომის დაშვება. თუმცაღა, მიუხედავად ნეგატიური ფაქტების სიმრავლისა, ქვეყანა მაინც წავიდა წინ, ყოველ დაშვებულ შეცდომას საზოგადოების გამოფხიზლება მოჰყვებოდა, უფრო მეტი შემართებით აგრძელებდა აღმშენებლობის პროცესს და ასე იქნება მომავალშიც.

ვფიქრობთ, ყველა დაგვეთანხმება, რომ მრავალსაუკუნოვანი მდიდარი ისტორიის მქონე ერი ნამდვილად იმსახურებს ღირსეულ, სამართლიან და წარმატებულ ქვეყანაში, განვითარებულ, გაბრწყინებულ, ძლიერ საქართველოში ცხოვრებას!

 

ქედს ვიხრით 30 წლის წინ დაღუპული გმირების წინაშე. მათი გმირობა გახდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საფუძველი, რაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებით დაგვირგვინდა!
სააგენტო “პარალელის” რედაქცია

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული