პარასკევი, აპრილი 19, 2024

რაც ზუგდიდის საოლქო კომისიაში ხდებოდა, არაფერი აქვს საერთო არც კონკურსთან და არც შერჩევასთან – პაატა მანჯგალაძე

ზუგდიდში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კონკურსის გზით შერჩევაზე საუბრობს “ახალი საქართველოს” გენერალური მდივანი. პაატა მანჯგალაძეს მიაჩნია, რომ დღევანდელ პროცესს, არაფერი ჰქონდა საერთო შერჩევასთან და კონკურსთან. მისი თქმით, მსგავსი სახის მანიპულაციები, ოთხმოცდაათიან წლებშიც კი არ ხდებოდა.

“იმას, რაც დღეს ზუგდიდის საოლქო კომისიაში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კონკურსის გზით შერჩევისას ხდებოდა, არაფერი აქვს საერთო არც კონკურსთან, არც შერჩევასთან. ოლქის თორმეტი წევრიდან, ათი ყოველგვარი განხილვის გარეშე “ქართული ოცნების” შტაბიდან მოწოდებული “შპარგალკებიდან” პირდაპირ იწერდა საჭირო სახელსა და გვარს. მაშინ როდესაც, საქართველოს კანომდებლობა ითვალისწინებს ღია კონკურს, სადაც შერჩევის მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს პროფესიონალიზმი, მიუკერძოება და შესაბამისი ტრენინგების გავლა.

პრეცედენტი იმისა, რომ საუბნო კომისიებში 12 წევრიდან, 10 ხელისუფლებას დაენიშნოს შევარდნაძის დროსაც – ე.წ. “ბნელ ოთხმოცდაათიანებშიც” არ დაფიქსირებულა. ეს ყველაფერი მხოლოდ ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს. მათ კარგად იციან ხალხის რეალურ განწყობა და ცდილობენ უბანზე საარჩევნო მანიპულაციებისა და ზეწოლის საშუალებით შექმნან არჩევნებში სასურველი შედეგის მიღწევის მექანიზმი. თუმცა ეს მცდელობებიც განწირულია, რადგან გამოცდილია, რომ ხალხის პროტესტის ხმას, საარჩევნო ადმინისტრაციების ბნელ ოთახებშიც ვერ ახშობენ”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული