გიგი უგულავა – ივანიშვილის წერილი დეგრადირებული მმართველის უტიფარი ტირადაა

ბიძინა ივანიშვილის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვლილ წერილს ეხმიანება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა:

“ვეთანხმები ივანიშვილს – ეშმკი ყოფს! და ვინ თუ არა თვითონ ღვარძლით, ბოღმით და შურისძიებით დაყო ქვეყანა. გააჩინა ამოუვსები ნაპრალები საზოგადოებაში. მთავარი ეშმაკის ფეხი თავადაა!
ვეთანხმები ივანიშვილს, რომ “ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსშია”. ძლივს აღიარა! მაგრამ ჰოი საოცრებავ – ყველა მთავრობის ბრალია ეს და ყველაზე ნაკლებად თურმე ამ ბედოვლათების, ვინც ბოლო 7 წელია მართავს ქვეყანას.

ვეთანხმები ივანიშვილს, რომ პირველი ოქტომბერი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ როცა მას 9 აპრილს ადარებ, თან ისე რომ ვარდების რევოლუციას არ ახსენებ, უბრალოდ, მეწვრილმანე მატყუარა ხარ. არ დარდება ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება საბჭოთა კავშირიდან, ერთი პარტიის მეორეზე გამარჯვებასთან.

უბრალოდ ამაზრზენია ივანიშვილის მხრიდან 9 აპრილზე საუბარი, მაშინ როცა ის 1989 წელის მერე რუსეთის და არა საქართველოს მოქალაქე გახდა და “ვიგოვორის” გაადვილებისთვის
ბიძინას ნაცვლად პასპორტში ბორისი ჩაიწერა. გენერალ ლებედს “არასკრუტკებდა” როდიონოვთან ერთად!

მოკლედ – დეგრადირებული მმართველის უტიფარი ტირადაა
პ.ს. შიშს დიდი თვალები აქვს”.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *