პაატა მანჯგალაძე – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში “ქართული ოცნების” კანდიდატების გამარჯვების შანსი მინიმალურია

პოლიტიკური პლატფორმა  “ახალი საქართველოს“ გენერალური მდივანი, მოახლოებულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. პაატა მანჯგალაძეს მიაჩია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში “ქართული ოცნების” კანდიდატების გამარჯვების შანსი, მინიმალურია.

“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში “ქართული ოცნების” კანდიდატების გამარჯვების შანსი მინიმალურია, რადგან მათი გამარჯვება ავტომატურად ნიშნავს, რომ ხალხს მოსწონს ის სიღარიბე, მძიმე სოციალური ფონი, გაზრდილი კრიმინალი და მასობრივი უიმედობა, რაც თავისუფალი არჩევნების ლოგიკას, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება.

ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არჩევნები ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნებია, რომელშიც გაერთიანებული ოპოზიციიდან კენჭს იყრის სანდრა რულოვსი, ხოლო “ქართული ოცნებიდან” გიორგი შენგელია. მიუხედავად მოსალოდნელი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა, მოსყიდვისა და დაშინებისა, ამ არჩევნებში, ფავორიტი სანდრა რულოვსია, რომელსაც თითქმის 100% ცნობადობა და მაღალი ნდობის მატარებელი, კეთილსანდო იმიჯი გააჩნია, რაც ზუგდიდის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას ყოველწამიერად იგრძნობა. გამარჯვება არჩევნებში კი ნდობის პირდაპირ პროპორციულია“ – აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *