პარასკევი, აპრილი 19, 2024

ეკა გიგაურმა სასამართლოს მიმართ ნდობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა

საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე ისაუბრა ეკა გიგაურმა.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, ჯამში 2087 ადამიანის გამოკითხვა, ხოლო საშუალო ცდომილება 2,3%-ს შეადგენს.

ეკა გიგაურმა ყურადღება გაამახვილა ჩატარებული გამოკითვის ცალკეულ შედეგებზე:

გამოკითხვით 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სასამართლო არის მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ 50 პროცენტს მიაჩნია, რომ სასამართლო არ არის სამართლიანი.

მნიშვნელოვანია ასევე ვიცოდეთ, რომ ჩვენი მოსახლეობის 43%-ის აზრის მიხედვით სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი არსებობს, ამათგან 87% თვლის, რომ ეს გავლენიანი ჯგუფი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს. ასევე 94% თვლის, რომ კლანის წევრებმა უნდა დატოვონ სასამართლო სისტემა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობის 83% თვლის, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც უსამართლო გადაწყვეტილებას იღებდნენ, მათ უნდა დატოვონ სასამართლო სისტემა” – აღნიშნა ეკა გიგაურმა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ წარმოდგენილი გამოკითხვის შედეგები

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული