ლევან იზორია: “კითხვაზე, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია – არა!”

“მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისასა, თავდაცვის მინისტრმა ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებით აღნიშნა, რომ რუსეთი არის მთავარი საფრთხე ცივილიზებული სამყაროსათვის.

რუსეთი არის მთავარი საფრთხე ცივილიზებული სამყაროსათვის. ჩვენ კონკურენტულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ნატოსთვის განსაკუთრებით ეს საფრთხე არის ძალიან მწვავე, შესაბამისად, ის განახლებული შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკა, რომლის ერთგულებიც ჩვენ ჩვენი რეფორმებით ვართ, იმას ემსახურება, რომ ამ კონკრეტული საფრთხის შეკავება მოხდეს“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ეს პასუხი მოჰყვა პარლამენტარ რომან კაკულიას უკმაყოფილებას, რაც გამოწვეული იყო, დეპუტატის აზრით, მინისტრის მხრიდან რუსეთის და იქედან წამოსული საფრთხეების ერთგვარი იგნორირების გამო.

ორი საათია ვსაუბრობთ და სიტყვა რუსეთი არ გაღიარებულა საერთოდ?! თქვენ, იმედია, არ ხართ ალბათ უწყება დაკომპლექსებული იმ ძალიან უჩვეულო მოვლენით ამ ქვეყანაში, რომელსაც ადგილი აქვს.

რა მოტივით არ ისაუბრეთ ამ გამოწვევებზე, თუ შეიძლება ეს განვმარტოთ?” – მიმართა თავდაცვის მინისტრს “ქართული ოცნების” წევრმა.

ხოლო დეპუპატ სალომე სამადაშვილის შეკითხვაზე – “მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა?”, თავისი კონკრეტული პოზიცია დააფიქსირა თავდაცვის მინისტრმა:

კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს გაგცემთ: მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი კონკრეტული პასუხია – არა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *