პარასკევი, მარტი 29, 2024

ბავშვები დაწყებით კლასებში ძალიან დიდ ნიჭს ამჟღავნებენ, დამამთავრებელში კი გვაქვს უმძიმესი შედეგები – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ მენტორს უმასპინძლა, რომლებიც NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.

ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები ინოვაციური იდეების კონკურსებში იმარჯვებენ. საქართველოში ჩვენ გვაქვს უნიკალური ტალანტი და თქვენი წარმატება ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია” – მიმართა მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდა გამომგონებლებს.

ახალგაზრდებთან შეხვედრისას პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ყურადღება გამახვილდა, ასევე, შემდეგ გარემოებაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში დაწყებით კლასებში ძალიან კარგი სასწავლო შედეგები გვაქვს, თუმცა იგი რატომღაც უარესდება დამამთავრებელ კლასებში, ამიტომაც ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა, რომ ხელი შეეწყოს ნიჭის გამომჟღავნებას.

მე ძალიან დეტალურად შევისწავლე და ანალიზი გავაკეთე ყველა სტატისტიკური მონაცემის, რაც გვაქვს. დაწყებით კლასებში ჩვენი ბავშვების შედეგები არის უნიკალური, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. კლასების ზრდასთან ერთად და უკვე დამამთავრებელ კლასებში გვაქვს სერიოზული ვარდნა. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ბავშვები დაწყებით კლასებში ძალიან დიდ ნიჭს ამჟღავნებენ და შემდეგ სისტემა არ გვაქვს, რომელიც ამ ნიჭს გამოამჟღავნებინებს და ამიტომ გვაქვს დამამთავრებელ კლასებში უმძიმესი შედეგები, ხშირ შემთხვევაში” – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული