ასე დოგმაში როგორ დარჩით ზოგიერთები, ცოტა განვითარდით გეხვეწებით რა – ლადო კახაძე

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის დროს ვლადიმერ (ლადო) კახაძე მედიასთან მიმართებაში თავის შეფასება-მოსაზრებებს აფიქსირებს:

განა იმის მოწინააღმდეგე ვარ, რომ ვინმემ კითხვა არ დამისვას, რამდენიც გინდათ დამისვით, უბრალოდ არ იღლებით ერთი და იგივე კითხვის დასმით?! ეს არის ჩემთვის საწყენი, თორემ მე სულ მგონია, რომ ჟურნალისტიკა არის შემოქმედების ზენიტი. ასე დოგმაში როგორ დარჩით ზოგიერთები, ცოტა განვითარდით, გეხვეწებით რა!“.

ლადო კახაძის მწვავე პოზიცია კი უკავშირდებოდა მის მიმართ დასმულ შეკითხვას, თუ რა შეიცვალა “ქართულ ოცნებასთან” დამოკიდებულებაში მას შემდეგ, როცა იგი იყო ოპოზიციურ ბლოკში “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”.

როგორც ტელეკომპანია “რუსთავი 2” ამტკიცებს, ლადო კახაძემ ტელეკამერების მიღმა გამოიყენა ფრაზა – “რუსთავი 2“-საც მივახურე”-ო. რაც კატეგორიულად უარყო დეპუტატობის კანდიდატმა.

მე არ მითქვამს  ეგეთი სუტყვები… მიხურება, ასეთი სიტყვა არ მითქვამს…

“რუსთავი 2”-საც და ყველას ვუთხარი, ერთი და იგივე შეკითხვებით თუ არ დაიღალეთ-მეთქი. ეს არის. მე შემოქმედათ გიყურებთ და ერთი და იგივე დოგმაა. არაფერი არ მითქვამს ისეთი, რომელიც საწყენად უნდა მიიღოს რუსთავი 2-მა ან რუსთავი 2-ს შეუძლია მე რამე მაწყენინოს, ან მე რუსთავი 2-ს. მე მასთან გასაყოფი არაფერი არ მაქვს” – განაცხადა ლადო კახაძემ.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *