ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

უკრაინა, საპრეზიდენტო არჩევნები: ზელენსკი და პოროშენკო მეორე ტურში, ტიმოშენკო “მიუმხრობელებში”

საკმაოდ დაძაბული საარჩევნო მარათონის შემდეგ, სიტუაცია ნელნელა მშვიდდება უკრაინაში და ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, რომელშიც პოპულარული შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი და მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გადავიდნენ, მესამე ადგილზეა, უკრაინის რადას დეპუტატი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი – იულია ტიმოშენკო. დასათვლელი დარჩა ბიულეტენების უმნიშვნელო რაოდენობა. შუადღისთვის კი ასეთი მონაცემები დააფიქსირა უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ:

  1. ვლადიმერ ზელენსკი – 30,24% (5 711 252 მხარდამჭერი);
  2.  პეტრო პოროშენკო – 15,95% (3 013 203 მხარდამჭერი);
  3. იულია ტიმოშენკო – 13,39% (2 530 342 მხარდამჭერი).

ხუთეულში მოხვდნენ იური ბოიკო – 11,67% და ანატოლი გრიცენკო 6,91%.

არჩევნების პირველი ტურის შედების შეფასებისას მოქმედმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას ესმის თანამემამულეების უკმაყოფილებისა ქვეყანაში, არსებული პრობლემების გამო და მზადაა სიღრმისეული დიალოგისთვის მათთან, ვინც მისი ვერ გაიგონა და განსაკუთრული მიმართვა გააკეთა ახალგაზრდობისადმი:

მე სრულიად მესმის თქვენი უკმაყოფილების მოტივი, მე თქვენ გაგიგეთ და გთხოვთ მეც გამიგოთ“.

არჩევნების დასრულებისას მოსახლეობისადმი მიმართვისას პოროშენკომ განაცხადა:

3 საათის შემდეგ დადგება პირველი აპრილი. ვიცინებთ და კმარა. 2 აპრილიდან მტკიცედ მივდივართ წინ. მეგობრებო, ხუმრობის დრო არაა, იმიტომ რომ შემდეგ სასაცილოდ არ გვექნება საქმე“.

ვლადიმერ ზელენსკის შტაბი, მიუხედავად იმისა, რომ ელოდნენ მინიმუმ მე-2 ტურში გადასვლას, მაინც დიდი ემოციებით შეხვდა თავიანთი კანდიდატის ასეთ საგრძნობ წარმატებას. ზელენსკიმ კი ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა პოროშენკოს მინიშნებაზე, რომ მას კოლომოისკის მარიონეტად მიიჩნევენ.
ახლახანს ვნახე ჩვენი გარანტის პრეს-კონფერენცია, მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ მე კოლომოისკის მარიონეტი ვარ. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს მის მიმართ – თქვენ სვინარჩუკის მარიონეტი ხართ თუ სვინარჩუკია თქვენი მარიონეტი? გთხოვთ გადასცეთ ჩვენს გარანტს“.

“ბატკივშინას” ლიდერს კი მიაჩნია, რომ მეორე ტურში გასული კანდიდატიდატები ვერ გადაწყვეტენ უკრაინის წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს:

ვთვლი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად მეორე ტურში გადასული კანდიდატიდან ვერცერთი ვერ გაუმკვლავდება მთავარ გამოწვევებს – ვერ შეაჩერებს ვერც ომს, ვერც უბედურებას” – აღნიშნავს იულია ტიმოშენკო.

და როგორც ჩანს იგი არ აპირებს მხარი დაუჭიროს მეორე ტურში გასულ რომელიმე კანდიდატს. ამასთან, ტიმოშენკო სერიოზულ მზადებას იწყებს საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც წელს შემოდგომაზე გაიმართება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული