ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

თამთა შამათავა: “ჩვენ არ გვჭირდება ლოზუნგები და სადღეგრძელოები, საჭიროა სამოქმედო გეგმა”

ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მიერ ჩატარებულ და წარმოდგენილი კვლევების შედეგებს ეხმაურება “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი, თამთა შამათავა. როგორც ირკვევა, საკვებში, სათამაშოებსა და სარემონტო მასალებში ტყვია დასაშვებ ზღვარს 200-ჯერ აღემატება.

თითოეული ჩვენგანი საფრთხეშია. ამ დროს, შესაბამისი უწყებების მხრიდან განცხადებების გარდა არაფერი გაკეთებულა. მივმართავთ ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს და კატეგორიულად მოვითხოვთ წარმოადგინონ ანგარიში, თუ რა გაკეთდა პრობლემის აღმოსაფხვრელად, პრევენციისა და ელიმინაციისთვის.

ჩვენ არ გვჭირდება ლოზუნგები და სადღეგრძელოები, საჭიროა სამოქმედო გეგმა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა” – განაცხადა თამთა შამათავამ.

“ახალი საქართველოს” წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ, როგორც ჩანს, ქვეყანაში არ მიმდინარეობს მონიტორინგი და კონტროლის მექანიზმიც არსებობს ტყვიის შემცველ პროდუქციასთან მიმართებაში.

ქვეყანაში ტყვიის შემცველი პროდუქციის შემოტანა აკრძალული ან შეზღუდულია, თუმცა, როგორც ჩანს, არ არსებობს კონტროლის მექანიზმი და ის მხოლოდ ფურცელზე წერია. ამ დროს კი დრამატულად იზრდება სიმსივნით დაავადებულთა რიცხვი. ეს არ არის ახალი პრობლემა, ამაზე წლებია ვსაუბრობთ. ჩატარდა არაერთი კვლევა, თუმცა, ფაქტია არაფერი კეთდება. უწყებები მხოლოდ შეშფოთებას გამოთქვამენ და ჩვენი ჯიბეებიდან თანხებს ხარჯავენ, ოღონდ არავინ იცის რაში. მდგომარეობა საგანგაშოა. უპატრონო ქვეყანაში, ადამიანები ნელ-ნელა ვიხოცებით” – აღნიშნა თამთა შამათავამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული