სამშაბათი, აპრილი 23, 2024

სახალხო დამცველი დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეების გამოძიებაში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას

სახალხო დამცველმა პარლამენტში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულება პრიორიტეტული იქნება ყველა შესაბამისი უწყებისთვის, რაც, თავის მხრივ, გააუმჯობესებს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობას.

წარმოდგენილ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული  თემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე – არასრულწლოვანთა (დავით სარალიძე, ლევან დადუნაშვილი) მკვლელობის საქმეების გამოძიებაზე.

2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა, ხორავას
ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტზე დაადასტურა, რომ გამოძიებამ ვერ
გამოავლინა ყველა დამნაშავე. სახალხო დამცველის აპარატმა გადაწყვიტა, შეესწავლა საქმის
მასალები. შესწავლის შედეგად ცხადი გახდა, რომ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით
არაეფექტიანი იყო, ასევე გამოვლინდა მრავალი ხარვეზი.

სახალხო დამცველის აპარატის შემოწმების შედეგებით გამოიკვეთა, რომ სახეზე იყო სამოხელეო
დანაშაულის ერთ–ერთი ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი გულგრილობა, ან
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმის მიხედვით სუბიექტური მხარის
რა ნიშნები იკვეთება ქმედებათა უკან – განზრახ არაეფექტიანი გამოძიება თუ
გაუფრთხილებლობა, არაპროფესიონალური მიდგომა ან/და ზერელე დამოკიდებულება
დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად. სახალხო დამცველის რეკომენდაცია
იყო, ამ მიმართებით გამოძიების დაწყება” – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ მისი აპარატისთვის დღემდე არაა ცნობილი, თუ რა ეტაპზეა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება.

თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების გარშემო მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ჩვენთვის დღემდე არ არის ცნობილი მიმდინარე გამოძიების დეტალები და მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურამ დროულად უნდა გასცეს პასუხი გარდაცვალების გარემოებებს“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული