თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების დროს ჩამოშლილმა მიწამ 2 ადამიანი იმსხვერპლა

კიდევ ერთი უბედური შემთხვევა, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შრომის უსაფრთხოების დაცვა რომ პრიორიტეტულადაა მიჩნეული, ამას არავინ უარყოფს, თუმცა მერამდენე შემთხვევაა უკვე, როცა თემა გააქტიურდება მას შემდეგ, რაც მორიგი ტრაგიკული ფაქტის წინაშე ვდგებით.

31 მარტს, საღამოს დედაქალაქი კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტის მოწმე გახდა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც სამშენებლო სამუშაობი მიმდინარეობდა, მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა ქვეშ მოიყოლა. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, ხოლო 40 წლის მამაკაცის ცხედარი – რამდენიმე საათის შემდეგ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო შსს-მ, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის კვალიფიკაციაა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *