ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

უკრაინა, საპრეზიდენტო არჩევნები: ვინ გადალახავს პირველ ბარიერს?

30 მარტი, უკრაინაში, დუმილის დღეა, 31-ში კი ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი არჩევნები ჩატარდება ამ ქვეყანაში.

უკრაინის ისტორიაში მე-7 საპრეზიდენტო არჩევნები ბევრი რამითაა გამორჩეული თუმცა მნიშვნელოვანი მაინც ისა, რომ ბოლო გამოკითხვებით არაპოლიტიკოსი კანდიდატი, პოლიტიკაში გამოუცდელი, ვლადიმერ ზელენსკი, პირველ ადგილზეა, თუმცა პარტია “ხალხის მსახური”-ს ლიდერს პირველ ტურში გამარჯვების შანსები არ აქვს. უკრაინაში და არა მარტო იქ, ზელინსკის ასეთ პოპულარობას უკავშირებენ მის წარმატებულ როლს კომედიურ სერიალში, რომლის დასახელებაც აიღო კომიკოსმა პარტიის სახელწოდებად.

თუკი მეორე ტურის ერთი სავარაუდო კანდიდატი მეტ-ნაკლებად გარკვეულია, დიდი კითხვის ნიშანია, თუ ვინ იქნება მეორე კანდიდატი. დანარჩენ 38 კანდიდატს შორის კი ყველაზე დიდი შანსი აქვთ მოქმედ პრეზიდენტს – პეტრო პოროშენკოს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს. იმდენად მრავალფეროვანი და ურთიერთგამომრიცხავი მაჩვენებლებია რეიტინგებში, ამ ორ კანდიდატთან მიმართებაში, რომ ძნელია პროგნოზების გაკეთება, თუმცა ბევრი აღნიშნავს, რომ მოქმედ პრეზიდენტს აქვს ის დამატებითი რესურსები, რაც მას მეორე ტურში გადაიყვანს და შემდგომში არც მისი საბოლოო გამარჯვებაა გამორიცხული, თუმცა სულ სხვა მოსაზრება აქვთ იულია ტიმოშენკოს მხარდამჭერებს.

საქართველოც დიდი ინტერესით ელოდება ამ არჩევნების შედეგებს, რადგანაც უკრაინა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ იქნება უკრაინის ხელისუფლების სათავეში. საბოლოოდ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, აზრთა სხვადასხვაობაა საქართველოშიც, თუმცა პასუხი, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოსკენ იქნება ცნობილი.

საინტერესოა, ვისი პროგნოზები და მოლოდინები გამართლდება?

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული