შაბათი, აპრილი 20, 2024

ეკა ბესელია – ჩემ სალანძღავად დამწკვრივდნენ უმწიფარი ბიჭები, მართლა არაკაცები

დაპირისპირება “ქართული ოცნების” ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის გასცდა საპარლამენტო დარბაზს და კომუნიკაციის სფეროში გადავიდა. როგორც მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია აცხადებს, მის მიმართ მიმდინარეობს კოორდინირებული ლანძღვა-გინება და ეს ხორციელდება ე.წ. “მესიჯ-ბოქსებით”:

მამუკა მდინარაძე, რომელიც უგზავნიდა, როგორც ჩანს, რამდენიმე ადამიანს “მესიჯს” ჩემთან დაკავშირებით, რომელიც მომზადდა იქ, სადაც მზადდება “მესიჯები”, გამოაგზავნა ჩემ ტელეფონზე, ჩემ WhatsApp-ში, სადაც ეწერა ეკა ბესელია და იწყებოდა ლანძღვა-გინება, რაც უნდა ილაპარაკონ ეკა ბესელიაზე. რომ წავიკითხე მივხვდი, რა თქმა უნდა, რომ ეს შეცდომით გამოაგზავნა ჩემთან, ანუ ჩემთან დაკავშირებით შემუშავდა “მესიჯი”, იმიტომ დამწკვრივდნენ უმწიფარი ბიჭები, მართლა არაკაცები, რას დაემსგავსნენ, მართლა და დილიდან აკეთებენ სამარცხვინო კომენტარებს.

ამ მესიჯებში ეწერა, რომ უნდა მლანძღონ, მთათხონ და და ასეთი სიტყვებით უნდა ილაპარაკონ და მერე მივწერე მდინარაძეს – ეს მე უნდა გავახმოვანო, ეს “მესიჯიო”, რასაც მოჰყვა მისი ახსნა-განმარტებები და ბოდიშები. ვის რაში სჭირდება მისი ბოდიშები?!” – განაცხადა ეკა ბესელიამ ტვ “პირველის” ეთერში.

ეკა ბესელიას განმარტებით, დილიდან მის მიმართ გაკეთებული სამარცხვინო განცხადებები იმიტომ ჰგავს ერთმანეთს, რომ წინასწარ მომზადებული “მესიჯებით” ხდებოდა კომენტარების გაკეთება და აღნიშნავს, რომ მისთვის ზუსტად ის შეტყობინებაა შეცდომით გაგზავნილი, რაც ილაპარაკა მდინარაძემ, კობაძიძემ, ვოლსკიმ.

ტვ “პირველის” ეთერშივე, აღნიშნულ თემას გამოეხმაურა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, რომელმაც დაადასტურა შეტყობინების შეცდომით ეკა ბესელიასთვის გაგზავნის ფაქტი, თუმცა უარყო მობოდიშება:

ხშირად დამმართნია მეც და ალბათ, თქვენც, როცა შეცდომით მესიჯი გადაგიგზავნია. იყო ესეთი, ნინო წილოსანმა მკითხა, რა პოზიციები იყო დღეს, რა “მესიჯები” გახმოვანდა,. ჩამოყრილი მქონდა და ახლავე ჩაგიგდებ-მეთქი, ვუთხარი. წინ ვეჯექი, მის ოთახში. ბესელიაზე ბევრს ვფიქრობ და შეცდომით ეტყობა, გადავუგზავნე “მესიჯი”.

მეუბნებიან, თითქოს შემდეგ მე ბოდიში მომიხდია. მსგავსი არ მომხდარა” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

აქვე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეკა ბესელიამ დაადასტურა მოარული ხმები, რომ ირაკლი კობახიძემ მას ბოდიში მოუხადა:

ყველას თანდასწრებით მოიხადა ბოდიში, იმიტომ რომ უთხრეს – თუ ბოდიშს არ მოიხდი, თანამდებობას დატოვებო. აი ასეთ სამარცხვინო ვითარებასთან გვაქვს საქმე“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული