ერდოღანი – წმინდა სოფიას ტაძარს შეიძლება შეეცვალოს სტატუსი და მუზეუმის ნაცვლად მეჩეთი ეწოდოს

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სტამბულის (კონსტანტინოპოლის) ერთ-ერთ უძველეს ღირსშესანიშნაობას, სიწმინდეს – წმინდა სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიენიჭოს.

წმინდა სოფიას სტატუსი შეიძლება შეიცვალოს და მუზეუმის ნაცვლად მეჩეთი გახდეს. და ყველა რელიგიური აღმსარებლობის ხალხს უფასოდ შეეძლებათ მისი მონახულება” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია TGRT-ის ეთერში გამოსვლისას“.

როგორც ცნობილია, წმინდა სოფიას ტაძარი 9 საუკუნეზე მეტი ხანია ითვლება ყველაზე დიდ ტაძრად ქრისტიანულ სამყაროში. 1453 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ ბიზანტიის დაპყრობის შემდეგ ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, 1934 წლიდან მას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1985 წელს, სამონასტრო კომპლექსი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იქნა შეტანილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *