ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

გიორგი ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს გრიგოლ ვაშაძეს

“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დღევანდელ წარმატებულ კენჭისყრას, გრიგოლ ვაშაძეს კი თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

“გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთ ლიდერს, ბატონ გრიგოლ ვაშაძეს, ვულოცავ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ არჩევას, ვუსურვებ წარმატებას და გამარჯვებას ერთიანი საქართველოს იდეისთვის ბრძოლაში!

ვულოცავ, ასევე, “ნაცონალურ მოძრაობას” ამ მნიშვნელოვან დღეს და დღევანდელ წარმატებულ ყრილობას. დღეს, გაერთიანებული ოპოზიცია იმაზე მეტად ძლიერია ვიდრე იყო გუშინ, იმაზე მეტად ერთიანია, ვიდრე გუშინ!
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი!
ჩვენ დავდექით ერთად და ჩავერთეთ ბრძოლაში!
გვაქვს კონკრეტული ფორმულა გამოსავლის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ის გაჭირვება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით!
ჩვენი კარი ღიაა ყველა პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიისთვის!

ერთად ჩვენ შევცვლით! ძალა ერთობაშია! ძალა ხალხშია!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული