ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

მთაწმინდის პანთეონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს

ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისას საინტერესო აღმოჩენის მოწმე გავხდით. როგორც დედაქალაქის მერია იუწყება, მთაწმინდის პანთეონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს. აღმოჩენას არქეოლოგები შეისწავლიან. ამ ეტაპზე, აღმოჩენის ადგილას შეჩერებულია სამუშაოები.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოებს თვენახევარია აწარმოებს. სამუშაოების აუცილებლობა განაპირობა დატბორვის რისკებმა, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე სადრენაჟე ინფრასტრუქტურა არ არსებობდა.

სადრენაჟე სისტემის მოწყობაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “პალიტრა” აწარმოებს და ის ივლისში დასრულდება.

ფოტოები თბილისის მერიის ვებგვერდიდან

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული