პარასკევი, აპრილი 19, 2024

ეკა ბესელია: “მე კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს…”

უკვე მერამდენე წრეზე წავიდა დაპირისპირება “ქართული ოცნების” ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის და  როგორც ჩანს, წინ კიდევ არაერთი გოგლიმოგლი-ჭუჭრუტანის სტილის “ხატოვანი” გამონათქვამები გველოდება.

ირაკლი კობახიძის მიერ ეკა ბესელიასათვის მიცემულ “რჩევას”, რომ აქციები გიგი უგულავასა და შალვა შავგულიძესთან ერთად გამართოს, მწვავე რეაქცია მოჰყვა ადრესატისგან:

მე  კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად იყოს, როდესაც ასეთ გაუაზრებელ ფრაზებს ისვრის იმიტომ, რომ ბუმერანგის პრინციპი გაიხსენოს. სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის დროს, ჩვენ როცა ბრძოლის წინა ხაზზე ვიდექით, კობახიძე, ალბათ, დამფრთხალი უყურებდა ამ ყველაფერს, სადღაც მიმალული ადგილიდან.

მე ვისთან ერთად დავდგები და სად დავდგები, ამას ისევ შორიდან შეხედავს, მაგრამ ისევ შეშინებული თვალებით, დარწმუნებული ვარ“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული