ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენა/არჩევის პროცედურის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ვარიანტი გავიდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი: “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილების შეტანის შესახებ.

ცვლილებების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

მომხსენებლის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი საკითხების განხილვა ფართო ჩართულობით ხდება.

“წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი გახლავთ ის, რომ პროცესი იყოს უპრეცედენტოდ გამჭვირვალე იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი საზოგადოების მონიტორინგი პროცესისადმი” – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურას ადგენს, ათ ძირითად პრინციპს ეფუძნება

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული