პარასკევი, მარტი 29, 2024

რაგბი, ევროპის ჩემპიონატი: ბორჯღალოსნების მორიგი გამარჯვება რუსეთის ნაკრებზე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამარცხა რუსეთის ნაკრები 22:6. შეხვედრა შედგა რუსეთის ქალაქ კრასნოდარში.

უნდა აღინიშნოს ქართველი “ბორჯღალოსნები“ საოცრად კარგი ბალანსი რუსეთის ნაკრებთან ურთიერთშეხვედრებში. დღევანდელი შეხვედრის ჩათვლით, ჯამში 23 შეხვედრა შედგა პრინციპულ მეტოქესთან,  აქედან 21 შეხვედრაში ქართველებმა გაიმარჯვეს, ერთ შეხვედრაში დამარცხდნენ და ერთიც ფრედ დასრულდა.

აქვე გაცნობებთ, რომ რაგბის 2019 წლის ევროპის ჩემპიონატზე (ყოფილი “ერთა თასი”) საქართველოს ნაკრებმა ხუთივე მატჩი მოიგო, შესაბამისად გრანდ სლემი შეასრულა და 24 ქულით ჩემპიონის ტიტულს მეთერთმეტედ დაეუფლა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული