თეა წულუკიანი – ჩემი პოზიცია თუ არ იქნება გაზიარებული, გვერდზე გავიწევი

“ქართული ოცნების” ხელისუფლების უცვლელი მინისტრის, თეა წულუკიანის ირგვლი კიდევ ერთხელ დაიწყო ღია თუ კულუარული საუბრები, მის გადადგომას, წასვლასა თუ გაშვებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, გადადგა თუ არა იგი თანამდებობიდან, წულუკიანი პასუხობს:

შემიძლია ვთქვა, რომ არა, არ გადავმდგარვარ, თუმცა არის 4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია. მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცეედურას, მიმდინარე თუნდაც ამჟამად პარლამენტში – არ ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც მე ვთქვი რომ არის, ჩემს თვალში, ყოველ შემთხვევაში – ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული და იქნება, ასე ვთქვათ მიუხედავად იმისა, რომ მე მგონია, რომ ეს არის ფასეული და ამ ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე რა თქმა უნდა არ ვიფიქრებ არცერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“.

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი, ვერაფერს ხედავს ტრაგიკულს და “შეუცვლელი არავინაა” პრინციპით უდგება საკითხს.

რაიმე ტრაგიკული არ ხდება, ეს არის, ვფიქრობ, ჯანსაღი პროცესი და თუ მე ვნახე, რომ ეს პოზიცია, რომელიც მე მაქვს, არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებებს. ჩემი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის, მიმდინარეობს დისკუსია, იმასთან დაკავშირებით, რომ არის თუ არა ჩემი პოზიცია სწორი” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

არის მოსაზრება, რომ თეა წულუკიანს მხედველობაში აქვს იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციალური სამსახურის გასვლის საკთხი.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *