პარასკევი, მარტი 29, 2024

თაკო ჩარკვიანი: “საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟური გეგმა მოქმედებს”

დღეს, დაფუძნდა ახალი პოლიტიკური გაერთიანება “კანონი და სამართალი”, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს თაკო ჩარკვიანი.

დამფუძნებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური რეალობაა და სახეზეა მიზანმიმართული საბოტაჟური გეგმა.

საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟური გეგმა მოქმედებს, ეს გახლავთ რუსული კორუფციული მართვის სტილი. შემოგვეპარა? დიახ, მე პირადად შემომეპარა 2012 წელს რუსული კორუფციული მართვის ვასალი, რომელიც ეხლა მიზის შუშის სასახლეში და ჩემი სამშობლო უნდა, რომ “მოთაგოს”, დაიბევოს, იყიდოს და ჩვენ ვუყურებთ ახალგაზრდები როგორ გვრჩებიან უმუშევრები, უქონელნი, გაუნათლებლები. ვიღაცა ჩვენ ბიუჯეტს ჭამს, მერე ისინი გამოდიან, მჭამელები და ამაზე გვესაუბრებიან, რომ ბიუჯეტიდან 700 მილიონია გატანილი ბიუჯეტიდან, მილიარდნახევარია წაღებული ინფრასტრუქტურიდან” – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

გამომდინარე აქედან, ახალი პარტიის ლიდერს ქვეყნის ხსნაში ერთადერთ გამოსავალს ხედავს – ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს:

მე ვთვლი, რომ 2020 წლამდე არა, ვადამდელი არჩევნებია საჭირო, სასწრაფოდ უნდა წავიდეს ხელისუფლება. მათ ვერ მმართეს, ვერ უპატრონეს ჩემ ქვეყანას” – მიაჩნია თაკო ჩარკვიანს და მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს რომ წავიდეს ხელისუფლებიდან და ახალი არჩევნებით ხელისუფლებაში მოვიდეს კოალიციური მთავრობა.

როგორც ახალი პარტიის ლიდერმა განაცხადა, მათ გეგმებში შედის მჭიდრო თანამშრომლობა გაერთიანებულ ოპოზიციასთან “ძალა ერთობაშია”, ამასთანავე აფიქსირებს თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებთან – პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან და საარჩევნო კომპანიის ხელმძღვანელთან გიორგი ვაშაძესთან და აღნიშნავს რომ არ გვაქვს ფუფუნება ეს ორი ნათელი პოლიტიკოსი გვერდზე გავწიოთ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული