ირაკლი კობახიძის პოზიცია გასაჯაროვებულ სკანდალურ წერილთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კატეგორიულად წინააღმდეგია პოლიტიკურ ჭრილში გადავიდეს მამუკა ხაზარაძის მიერ ხსენებული და პროკურატურის მიერ გასაჯაროვებული სკანდალური წერილის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი.

გარკვეული ძალები ცდილობენ, ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. ჩვენი ამოცანა არის და უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის ამოცანა, ეს საკითხი დავტოვოთ აპოლიტიკურ ჩარჩოში. საუბარია მარტივ საქმეზე, რომლის გამოძიებაში არიან ჩართული სამართალდამცავი ორგანოები. ჩვენ მათ უნდა მივცეთ დრო იმისთვის, რომ სათანადოდ იყოს გამოძიებული ეს საქმე. რაც შეეხება, პოლიტიკურ კონტექსტში ამ საკითხის განხილვა, ეს არის არასწორი. ჩვენ სამართლებრივ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ აუცილებლად ეს საკითხი” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძის მიერ ხსენებულ მუქარისშემცველ წერილთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს:

საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ამ ე.წ. მტკიცებულებას, ე.წ. კომპრომატს და შედეგად ჩვენ მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი, რაც არის, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზული და ბუნებრივია ეს ყველაფერი ტოვებს არასერიოზულ შთაბეჭდილებას“.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *