გიორგი გახარია – მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირში ვეუბნები ყველას

თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ბრალდებას – მის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით, ჭორაობის კვალიფიკაციას აძლევს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და პირობას დებს, რომ ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე ნათქვამზე:

“ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს, მით უფრო ბიზნესში, შანტაჟის ენით საუბარი საჯარო პოლიტიკიდან საერთოდ უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზეც” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *