შაბათი, აპრილი 20, 2024

მთავარი მისია, რაც დაეკისრა ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნებისას

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აქტიური მსჯელობისა და განსჯის საგანი გახდა, თუმცა არაერთგვაროვანია შეფასებები და მოსაზრებები პოლიტიკურ წრეებში და არა მარტო. აღნიშნულ საკითხს ნაწილობრივ მოჰფინა ნათელი ექსპრემიერმა, ჟურნალისტებთან საუბრებისას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქტიურად ითანამშრომლებს მათთან: “გპირდებით, რომ მე ყველა ტელევიზიაში მოვალ და მოგცემთ ინტერვიუს“. ყოფილმა პრემიერმა, ჟურნალისტებთან საუბარში, ასევე, უარყო ხმები იმის თაობაზე, რომ იგი განიხილება მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად და იქვე გააჟღერა მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზანი:

მთავარი გზავნილი ჩემი მობრუნების პარტიაში არის ის, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ სხვა ეტაპზე. პარტიაში დაიწყება პროცესი, რომელიც გააერთიანებს და გააძლიერებს პარტიას და ჩვენ მოვემზადებით არჩევნებისთვის“.

 

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას ირაკლი ღარიბაშვილმა ერთგვარი შედარება მოახდინა მისი და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე და აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, დიდი ალბათობით არც ის და არც ივანიშვილი პოლიტიკაში არ დაბრუნდებოდნენ. ასევე განმარტა პოლიტიკაში მისი დაბრუნების მისია და ამოცანა.

ბუნებრივია, ყველაფერი კარგად რომ წარმართულიყო და წასულიყო, ალბათ ის (ბიძინა ივანიშვილი – რედ.) არ დაბრუნდებოდა, მაღალი ალბათობით და ასევე მეც. დღეს ჩვენი მთავარი მიზანი არის პარტიის გაერთიანება და მისი გაძლიერება. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მისია იქნება, რა თქმა უნდა პარტიის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, ჩვენი პარტიის, როგორც დამფუძნებლების, ასევე ახალი თაობის შეკავშირება, უფრო მჭიდროდ, მეტი კოორდინაცია, გაერთიანება, საბოლოო ჯამში და გაძლიერება. ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და მთავარი ამოცანა, რაზეც ვიმუშავებ, რა თქმა უნდა, პარტიის სხვა წევრებთან ერთად” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული