ეკა ბესელია: “არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება, რომ ჩემთან დაკავშირებით მიიღოს გარიცხვის გადაწყვეტილება”

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხში აზრთა სხვადასხვაობამ მმართველი პარტიის რიგებში სერიოზული რყევები გამოიწვია და გახშირდა დაპირისპირებულ მხარეების მხრიდან მწვავე თუ ხისტი პოზიციების დაფიქსირება. გაჩნდა მოსაზრებებიც, რომ შესაძლოა ე.წ. “ურჩი დეპუტატები” გარიცხონ “ქართული ოცნების” რიგებიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციას აფიქსირებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია:

მე ვერავინ გამრიცხავს, მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს. არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება, რომ ჩემთან დაკავშირებით მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ჩემთან ასეთი საუბარი – გაგრიცხავთ და ა.შ. ამის უფლებას თავს არავინ აძლევს, ამის უფლება არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს. ასეთი რამ არ უთქვამს არც პარტიის თავმჯდომარეს. მე არ მგონია, რომ ასე უნდა მელაპარაკოს ვინმე და არც არავინ მელაპარაკება ამ ტონით და ამ ფორმით. ამიტომ ეს კითხვა ჩემთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოხსნათ. ჩემ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მე თავად ვიღებ” – განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან, “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *