პარასკევი, აპრილი 19, 2024

მამუკა ბახტაძე: “ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენს საერთაშორისო მისწრაფებებში, რომ საქართველო აუცილებლად გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი”

უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შეუძლებელია, ევროპას ჰქონდეს უსაფრთხოების გარანტიები და ეს ძალიან ძლიერი გზავნილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებისგან მოისმინა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

შავ ზღვაში საქართველოში აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობრები კიდევ უფრო დაგვეხმარებიან, რომ სწორედ საქართველოში გავაძლიეროთ უსაფრთხოების სისტემები, შევიტანოთ ჩვენი წვლილი იმაში, რომ შავი ზღვა იყოს დაცული უსაფრთხო და შესაბამისად – ევროკავშირი და ნატოს წევრი ქვეყნები. ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ექსპერტის მოსაზრება, რომ რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინის მიმართ არის რისკის შემცველი მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის გამოწვევა მთელი თავისუფალი სამყაროსთვის, ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენს საერთაშორისო მისწრაფებებში, რომ საქართველო აუცილებლად გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. საქართველო წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული კონფერენცია საქართველოსთვის, ჩვენი დელეგაციისთვის” – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობაზე და აშშ-ის თავდაცვის მდივან პატრიკ შანაჰანთან გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომ აშშ გახლავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა ყველაზე მაღალ დონეზეა, დღეს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავდაცვის მდივანთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული საუბარი გაიმართა.

აშშ გახლავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და საქართველო-აშშ-ის დღეს ურთიერთობა ყველაზე მაღალ დონეზეა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ეს არის ყველა ექსპერტის შეფასება. ვინაიდან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ასე ღრმავდება, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ გრძელვადიან პროგრამებზე. ხუთწლიანი პროგრამა სწორედ ამას გულისხმობს და მასში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები, რომელიც ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესშია” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული