თეონა ჭალიძე – კარგია, რომ სოციალურმა მუშაკებმა ხმა აიმაღლეს და ცვლილებებს ითხოვენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმიანობა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც არაერთი ტრაგიკული და შემზარავი ფაქტი მოხდა ქვეყანაში. როგორც ირკვევა, სააგენტოში ბლომად დაგროვდა პრობლემები, რაზეც ხმამახლა საუბრობენ უკვე თანამშრომლები და მიმართავენ პროტესტის სხვადასხვა ფორმას. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს “ახალი საქართველოს”  სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე.

ახალი საქართველოს” სოციალური სამსახური მხარდაჭერას უცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს  სოციალურ მუშაკებს, რომლებმაც სისტემური ცვლილებებისთვის დაიწყეს ბრძოლა. ძალიან მნიშვნელოვანია თავად პრაქტიკოსი სოციალური მუშაკების გამოცდილება იქნას გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. კარგია, რომ სოციალურმა მუშაკებმა ხმა აიმაღლეს, აქამდე მათი ხმა არ ისმოდა, მათი პროტესტი იყო უხილავი და როგორც ჩანს ანგარიშსაც ამიტომ არ უწევდა შესაბამისი სამინისტრო. სოციალური მუშაკების როლი და პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში. სწორედ სოციალური მუშაკების ეფექტურად მუშაობაზეა დამოკიდებული სხვა და სხვა სოციალურ პრობლემებთან გამკლავება. სოციალური მუშაკების მიერ გახმოვანებული პრობლემების დღემდე არსებობა კი სამინისტროს არაეფექტურად  მუშაობას ადასტურებს.

ჩვენის მხრივ, მზად ვართ ჩავერთოთ სამუშაო პროცესში და ხელი შევუწყოთ სააგენტოში სისტემური ცვლილებებების ეფექტურ განხორციელებას” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *