შაბათი, აპრილი 20, 2024

თეონა ჭალიძე: “ოჯახის წევრის დაპატიმრების გამო ოჯახის სხვა წევრებს საარსებო შემწეობას უხსნიან”

სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ეხმიანება სოციალური მომსახურების სააგენტოში დამკვიდრებულ პრაქტიკას, ოჯახის წევრის დაპატიმრების გამო ოჯახის სხვა წევრებს საარსებო შემწეობას რომ უხსნიან, ასაჯაროვებს კონკრეტულ ფაქტს და მიმართავს ხელისუფლებას და საზოგადოებას:

უკვე მესამე წელია, “ახალი საქართველოს” სოციალური სამსახური ვითხოვთ მინისტრისგან დავით სერგეენკოსგან ამ მავნებლობის შეცვლას. ბავშვებმა რა დააშავეს რამდენიმე თვით რომ ულუკმაპუროდ ტოვებთ?!

რამდენიმე ასეული ბავშვი მსგავსი პრობლემის წინაშე დგება ყოველ წელს.

დღეს ოთხი ბავშვი შიმშილობს აბასთუმანში, იმის გამო, რომ სახელმწიფომ მამის დაპატიმრების გამო ისინი დასაჯა. დიახ, დედასთან ერთად გაუსაძლის პირობებში ოთხი ბავშვი სიცივეში ცხოვრობს აბასთუმანში და მშიერია. მათ შორის 5 თვის პატარაცაა. ოჯახს სჭირდება საკვები, შეშა“.

თეონა ჭალიძე ხელისუფლებას პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლების მხრივ მიმართავს, ხოლო საზოგადოებას – ქველმოქმედების გაწევის თხოვნით, რომ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი არ დადგეს უკვე ტრაგიკული განსაცდელის წინაშე:

ვისაც შეგიძლიათ შეეხმიანეთ დედას 574086096 (ნესტანი). პოსტი კი გააზიარეთ, რომ შეიგნოს დავით სერგეენკომ, არ შეიძლება ოჯახის წევრის დაპატიმრება, ოჯახის სხვა წევრებისთვის საარსებო შემწეობის შეჩერების მიზეზი გახდეს!! მარტამდე ამ ბავშვებს რამე რომ დაემართოთ ვინ აგებს პასუხს???!!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული