საქართველოს პარლამენტის სხდომა შვილმოკლული მამების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა

თითქმის ხუთი თვეა, რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის წინ, უწყვეტ რეჟიმში, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ შვილმოკლული მამები, რათა ხმა მიაწვდინონ ხელისუფლებას და დაისაჯონ დამნაშავეები, მკვლელები, თუმცა ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა სიმართლის დასადგენად. თვეებია იბრძვიან სიმართლისთვის ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, თვეების განმავლობაში მათთან ერთად ელოდებიან კანონის აღსრულებას შვილმოკლული მამების თანამებრძოლები და სრულიად საქართველო. ამ ხნის განმავლობაში არაერთი დამცირება და შეურცხყოფა მიუყენებიათ ამ გაუბედურებული ოჯახებისთვის, მათი მოკლული შვილების სახელისთვის, იყო დევნაც და პროვოკაციაც, კარვების დადგმაში უკანონოდ ხელის შეშლა და არც თუ იშვიათად ცინიკური დამოკიდებულებაც…

დღეს კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი შვილმოკლულმა მამებმა და მდუმარე აქციით შეეცადნენ პარლამენტარების ყურადღების მიპყრობა, რომლებმაც, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 7 წლის შემდეგ პირველად გახსნეს სესია თბილისში მდებარე სასახლეში.

ამ საპროტესტო აქციის მიზანი იყო პარლამენტის როლის გააქტიურება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიების მიმართულებით და პარლამენტარებისგან მოითხოვეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *