ამ დღეებში, მოსკოვში მცხოვრები ერთი ქართველი დამიკავშირდა და როგორც ბლოგერს (ქართულ და რუსულენოვან ინტერნეტ სივრცეში), რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული, მთხოვა დახმარება საქართველოს საინფორმაციო სტენდის მომზადებაში მართლმადიდებელი ერების მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის, რის ორგანიზებასაც მასთან ერთად მისი დაც ახდენდა, ხოლო ღონისძიება დაგეგმილი იყო მოსკოვის გარეუბანში. მე, ყოველთვის უდიდესი ენთუზიაზმითა და მონდომებით ვცდილობდი ჩემი სამშობლოს პოპულარიზებას ინტერნეტ სივრცეში და ახლაც მოხარული ვიქნებოდი საქართველოს პოპულარიზებაში ჩემი წვლილიც შემეტანა, თუმცა… ამჟამად არ მიცდია საქართველოს ბედკრული წარსულის შესახებ მეთქვა რაიმე თხოვნის ავტორისთვის, არც ეკლესია-მონასტრებისა თუ სასულიერო პირების განადგურების გამო გამომიხატავს აღშფოთება, ამ გულისტკივილს უბრალო მიმოწერაში სრულად ვერც გადმოვცემდი, ზემოხსენებული ღონისძიების ქართველ ორგანიზატორებს მე მხოლოდ ერთი, სრულიად ბუნებრივი კითხვა დავუსვი: “ჩვენი სამშობლოს სტენდის შექმნისას, საქართველო რომელ საზღვრებშია წარმოდგენილი, ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი თუ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე?” საოცარია, მაგრამ ორი დღე გავიდა უკვე და შეკითხვის დასმამდე ის მოსკოველი ქართველი თუ დაჟინებული თხოვნით გამოირჩეოდა და სულმოუთქმელად ელოდა ჩემს მხარდაჭერას, შეკითხვის შემდეგ ჩამიჩუმიც აღარ ისმის…
თუმცაღა, ახლა როცა ასეთი ტრაგიკული ფაქტი მოხდა ხურჩაში, როცა მთელი სისასტიკითა და დაუნდობლობით, დაუსჯელობის სინდრომით წახალისებულმა ნაძირალამ “ისარგებლა” ოკუპაციის ბოროტებით და სასიკვდილო ტყვია ესროლა საქართველოს მოქალაქეს, უიარაღო, მშვიდობიან მცხოვრებს, რა პირით უნდა მთხოვოს დახმარება ფარისევლობაში?!
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ერთიც უნდა ვთქვა: როცა ოკუპაციის საზღვარს გადმოლახავს არაკაცი ბოროტმოქმედი, ოკუპაციის მსახური, ჩაცხრილავს ადამიანს, შემდეგ კი მშვიდად დაბრუნდება უკან, შედეგად ეს ტყვია, ისევე როგორც საქართველოს, ცივილიზებულ სამყაროსაც მოხვდა გულში…
ოკუპაციის ექო: ფარისევლობა, ცინიზმი, ბოროტება…
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
კვირის სხვა თემები
All
- All
- COVID 19
- IV ხელისუფლება
- ადამიანის უფლებები
- ამინდის პროგნოზი
- ანალიტიკა
- არჩევნები
- აქტუალური თემები
- განათლება და მეცნიერება
- განსჯის საგანი
- გარემოს დაცვა და ეკოლოგია
- გართობა და დასვენება
- დანაშაული და სასჯელი
- დაპირისპირება
- დედაქალაქის ამბები
- დეზინფორმაცია
- ევროკავშირი
- ეს საინტერესოა
- ექსკლუზივი
- თავდაცვა და უსაფრთხოება
- ინტერვიუ
- ირონია
- ისტორიული ფაქტები
- კანონი და სამართალი
- კვირის თემები
- კონტროლი
- კრიმინალი
- კულტურა და ხელოვნება
- კურიოზი
- ლარის კურსი
- ლიტერატურა და შემოქმედება
- მედია-მონიტორინგი
- მიგრაცია
- მონიტორინგი
- ოკუპაცია
- ოკუპირებული რეგიონები
- ომი და კონფლიქტები
- პერსონები
- პირადი სივრცე
- პოზიცია და შეფასებები
- პოლიტიკა
- პოლიტიკური ბუმერანგი
- პროექტები და ინიციატივები
- რეგულაციები და წესები
- რელიგია და ტრადიცია
- რეფორმები
- საახალწლო განწყობა
- საგანგებო სიტუაცია
- საგანძური
- საგარეო პოლიტიკა
- საერთაშორისო ურთიერთობები
- საზოგადოებრივი აქტიურობები
- საკანონმდებლო ინიციატივა
- საკონკურსო კომისია
- სანქციები
- საპროტესტო მოძრაობა
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს რეგიონები
- საქართველოს საოცარი ადგილები
- სახალისო ამბები
- სახელმწიფო სერვისები
- სიბრძნის სიმფონია
- სკანდალი
- სოფლის მეურნეობა
- სოციალური ქსელი
- სპორტი
- სტიქიური უბედურება
- ტექნოლოგიები და კომუნიკაციები
- ტრაგიკული ფაქტები
- ტურიზმი
- უსაფრთხოების ნორმები
- უცხოეთის ამბები
- ფინანსები, ბიზნესი და ეკონომიკა
- ფრაზები
- ქართველები უცხოეთში
- ქველმოქმედება, ჰუმანიტარული დახმარება
- ღონისძიებები
- ღონისძიებები და დღესასწაულები
- შეზღუდვები
- შეზღუდვები გზებზე
- შოუ-ბიზნესი
- ხალხის ხმა "პარალელზე"
- ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა
- ჯანმრთელობის დაცვა