21 იანვარს “ფრონტლაინ საქართველო“-ში, ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის კონკურსი გაიმართა.
GIPA/FRIEDMAN-ის პრიზი, საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად საქართველოში პირველად, 2012 წელს დაარსდა.
პროექტს მხარს უჭერს ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი.
გამარჯვებულები არიან:
GIPA/Friedman-ის ფულადი ჯილდო საუკეთესო სატელევიზიო ჟურნალისტური გამოძიებისათვის, ვერცხლის პრიზი და სიგელი ერგო ლაშა კვესელაძეს ნამუშევარისთვის: “აფგან მუხთარლის გაუჩინარების დღე -სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და ვიდეომასალის საეჭვო გარემოებები”, პოსტსკრიპტუმი, რუსთავი 2.
საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდნენ ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე, ნამუშევრისათვის: “სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან”, გამომძიებელი რეპორტიორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი.
საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდა ნათია ტრაპაიძე, ნამუშევრისათვის: “როგორ გაანადგურეს მტკიცებულებები ორი მეთორმეტე კლასელის მკვლელობის საქმეში-კურიერის ექსკლუზიური კადრები”, რუსთავი 2.
საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მულტიმედიური პროექტი: “საზიარო წყლები”, ჩაიხანა. ფოტო: ანუშ ბაბაჯანიანი, დარო სულაკაური და ილქინ ჰუსეინოვი. ტექსტის ავტორი მონიკა ელენა; კურატორი კეროლაინ სატკლიფი.
საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა ხატია ღოღობერიძე ნაშრომისათვის: “სექსის თხოვნა დასაქმებისათვის, შევიწროება სამსახურში-რას ყვებიან ქალები ზვიად დევდარიანზე”, ტაბულა.
წამახალისებელი სიგელით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა ზურაბ ბალანჩივაძე ნაშრომისათვის: “ 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დაკარგული ისტორია”, ჩაი ხანა.
წამახალისებელი სიგელით საუკეთესო სიღრმისეული ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა გიორგი გირკელიძე ნამუშევრისათვის: “შავაძეების საქმე-რატომ არ დადისოთხი და-ძმა სკოლაში”, გურია ნიუსი.