გარდაიცვალა ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე (ჯაკო)…

როგორც ცნობილი გახდა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ყოფნისას, 33 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა ტელეკომპანია “პირველი“-ს საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე.

ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტური საქმიანობა დაიწყო რადიო “ჯაკოში” და ჯაკოს ეძახდნენ მას ახლობლები და მეგობრები. იგი, წლების განმავლობაში, აქტიურად საქმიანობას ეწეოდა მედიაში. ტვ “პირველში” იყო “დღის ამბების” წამყვანი. მანამდე მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიაში – ტვ “იბერიაში” მიჰყავდა გადაცემა “ცენზურის გარეშე“, ჟურნალისტად და წამყვანად მუშაობდა, ასევე, ტელეკომპანიებში – “იმედი“, “მაესტრო“, “მე-9 არხი“.

ლევან ჩხაიძემ თავისი კვალი დატოვა ქართულ ჟურნალისტიკაში…

 

სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

 

P.S. ტელეწამყვანის გარდაცვალებას გამოეხმაურა სრულიად საქართველო და ჟურნალისტთა კორპუსი. ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის მუსიკალური შოუ “მხოლოდ ქართული” ლევან ჩხაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმღერით დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *