ბორჯომში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა

17-18 იანვარს ბორჯომში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა შეაჯამეს 2018 წლის საქმიანობა და გამართეს დისკუსია არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

ამასთან, საბჭომ მოისმინა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის, სოფო ჯაფარიძის მოხსენება აღნიშნული კომისიის 2018 წლის საქმიანობის შესახებ.

სხდომის პირველ დღეს განიხილეს საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები – ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდამჭერი გენდერული კვოტირების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სექსუალური შევიწროების რეგულირებაზე.

მსჯელობის თემები ასევე იყო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის პროექტი, ახალი რეგლამენტის მიხედვით, საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერების საკითხი და სხვა.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *