დიდი დიღომში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის შედეგები

16 იანვარს, დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, დაახლოებთ საღამოს ცხრის ნახევარზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, რომლის ტყუპისცალი და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, მკურნალობის მიზნით. აღნიშნულ ტრაგედიას ასევე ემსხვერპლა 2 ქალბატონი – გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედა ნათია ციცვიძე და დეიდა – ნინო ციცვიძე. მე-4 გარდაცვლილია მამაკაცი, რომელიც, როგორც ირკვევა, მეგობრის სახლის სანახავად იყო მისული და ამ კონკრეტულ ბინაში დაგროვილი აირის აფეთქებას მოჰყვა ეს ტრაგედია, რასაც ემსვერპლა ისიც.

როგორც აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები იხსენებდნენ, დილიდანვე იგრძნობოდა გაზის მძაფრი სუნი, რის გამოც გამოიძახეს “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები კი გამოცხადდნენ გამოძახების ადგილას, თუმცა მათ განაცხადეს, რომ გაზის გაჟონვის პრობლემა არ იყო და შესაძლოა ეს სუნი საღებავისა ყოფილიყო.

მიმდინარეობს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენა, ხოლო გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 240 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით – მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევით დაიწყო.

საქართველოში, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

სააგენტო “პარალელი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *